კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დავით თაქთაქიშვილი: “მალე “დინამო სოხუმი” გახდება საქართველოში რაოდენობრივად ყველაზე დიდი საფეხბურთო აკადემია”

დინამო სოხუმის გენერალური დირექტორის და მთავარი მწვრთნელის, დავით თაქთაქიშვილის განცხადება

Image source: fcdinamosokhumi.ge

 

“დინამო სოხუმის” გენერალური დირექტორის და მთავარი მწვრთნელმა, დავით თაქთაქიშვილმა მადლიერება გამოხატა საზოგადოების მიმართ, რომელიც ვკითხულობთ განცხადებაში.

“მინდა მადლიერება გამოვხატო საზოგადოების მიმართ! “დინამო” სოხუმი გუნდი, რომელიც იყო უკიდურესი ფინანსური კრიზისი ქვეშ, დღეს თითქმის გაიმართა წელში.

ჩვენს კლუბს მხარში დაუდგნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის ა/რ მთავრობა, ქალაქ თბილისის საკრებულო /მერია, კომპანია “არემჯი”, კომპანია “ბრენდ-რ”, ხოლო 10 აპრილიდან კიდევ ერთი კომპანიას წარმოგიდგენთ, “დინამო სოხუმის” თანამდგომს.
ჩვენ ამ 3 თვეში შევძელით სტრუქტურის ჩამოყალიბება:

1. ვაჟების გუნდი (რეგიონული ლიგა).
2. ქალთა გუნდი (ქალთა ლიგა 2).
3. ვაჟთა უ 17 გუნდი (ელიტ ლიგა).
4 . U6 – U7 – U8 – U9 – U10 – U11 – U12 – U13 – U14 – U15 გუნდები, რომლებიც ეტაპობრივად გამოვლენ აფხაზეთის რეგიონული ლიგების ასაკობრივ ჩემპიონატებში
5. ქალთა საფეხბურთო ცენტრი ზემო ფონიჭალაში.
6. ვაჟთა და გოგონათა საფეხბურთო ცენტრი ავჭალაში.
7. ვაჟთა გუნდის სარეზერვო გუნდი (მოყვარულთა ლიგა).

ჯამში “დინამო სოხუმში”, 200 ზე მეტი ფეხბურთელი ირიცხება, 15 მწვრთნელი და 10 მომსახურე პერსონალია დასაქმებული. ეს ყველაფერი, ჩვენ სულ რაღაც 3 თვეში შევძელით.
წინ კიდევ დიდი დროა. სულ მალე “დინამო სოხუმი” გახდება საქართველოში რაოდენობრივად ყველაზე დიდი საფეხბურთო აკადემია, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში ექნება საფეხბურთო ცენტრები. დანარჩენს ეტაპობრივად შეგატყობინებთ.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის!!!”, – ვკითხულობთ დავით თაქთაქიშვილის განცხადებაში.

 

 

 

წყარო – fcdinamosokhumi.ge

 

 

 

 

 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა მოსკოვში