კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დავით მუჯირი: “ვლადიმირ ვაისმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა”

დავით მუჯირის კომენტარი

Image source: Georgian Football Federation‎ ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა.

“იყო დიდი შანსი, რომ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო, თუმცა მაკედონიასთან დავმარცხდით. სწორედ ამას ელოდა პროვოკატორთა ჯგუფი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციასთან შეიკრიბა. მათ მოქმედებას კომენტარის გარეშე დავტოვებ.

რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს, მას არავინ დაპირისპირებია. მესმის, რომ ქომაგი გულდაწყვეტილია, მაგრამ ვისურვებდი, ერთა ლიგის დარჩენილი ორი მატჩის წინ ნაკრებმა გულშემატკივრისგან მხარდაჭერა იგრძნოს. ჩვენს გუნდს ხომ ჯგუფური ეტაპის მოგებისა და B ლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს.

ვლადიმირ ვაისმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა. ცხადია, მანაც ძალიან განიცადა მაკედონიასთან წაგება. მწვრთნელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ამ თვეში საქართველოს ნაკრებს ორი მატჩი ელის და მწვრთნელის წასვლის საკითხს ამ შეხვედრების შემდეგ განვიხილავთ“, – განაცხადა მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

 

 

წყარო-1tv.ge

 

 

ცნობილია პრემიერლიგის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა (ვიდეო)