კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დავით მუჯირი: “იმედი მაქვს, ფიფას წარმომადგენლების დახმარებით, მალე შევძლებთ ჩვენ ჩემპიონატში VAR-ის სისტემის დანერგვას”

Image source: gff.ge

 

გუშინ, სასტუმრო რედისონში ფიფას წარმომადგენლების 2-დღიანი ვიზიტი დაიწყო, რომელიც ვიდეო ტექნოლოგიის საქართველოში დანერგვას ემსახურება. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფიფას სპეციალისტებთან ერთად სფფ-ის სპეციალურ ჯგუფთან ერთად იმ სამუშაოების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც VAR-ის ტექნოლოგიის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დასანერგადაა საჭირო. მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანეგრად შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს.

საქართველოში აღნიშნული სისტემის დანერგვა 2022 წლიდან იგეგმება.

“ფიფასთან უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა საქართველოში ვიდეო რეფერის დანერგვასთან დაკავშირებით. 17-18 ნოემბერს ფიფას წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული სისტემის ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვა და უკვე 2022 წლიდან შევძლოთ მისი გამოყენება. ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ფიფა-სგან მივიღოთ ლიცენზია და მოგვეცეს შიდა ჩემპიონატში ვიდეო რეფერით სარგებლობის უფლება.

პროცესი მოიცავს მსაჯების გადამზადებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატელევიზო გადაღების გამართვას. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ყველა დეტალს და შედგება სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში აღნიშნული პროცესი გახანგრძლივდა, თუმცა, სასიხარულოა, რომ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელებმა უკვე შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მათი დახმარებით, მალე შევძლებთ ჩვენ ჩემპიონატში ამ სისტემის დანერგვას”,- განაცხადა სფფ-ის გენერალური მდივანმა, დავით მუჯირმა.

 

 

 

 

წყარო – gff.ge

დღეს კოტე მახარაძე 95 წლის გახდებოდა