კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“საქართველოს დაველოდებით”. დავით ხოჭოლავას თანაგუნდელმა ევრო-2020-ში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა

ნაკრები

Image source: gff.ge

 

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ტარას სტეპანენკომ, რომელიც დონეცკის “შახტარში დავით ხოჭოლავას თანაგუნდელია, ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპში მეტოქეების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინელები მეტიქის სახით ყველაზე ნაკლებად პორტუგალიის ნაკრებს ისურვებდნენ, რადგანაც ეს ტოპ-გუნდია, დანარჩენებთან შეხვედრაში კი შანსები მეტნაკლებად თანაბარი იქნება.

კითხვაზე, თუ რომელ მეტოქეს ისურვებდნენ მე-4 კალათიდან, მა ასე უპასუხა:

“დავით ხოჭოლავა ამბობს, რომ ისინი ევრო-2020-ზე გავლენ. თუ რუმინეთი გავა, იყოს რუმინეთი, თუ არა და საქართველოს დაველოდებით”, – განაცხადა სტეპანენკომ.

წყარო – nv.ua

ბრძოლა ეროვნულ ლიგაში თამაშისთვის. პლეი-აუტის პირველი მატჩები დასრულდა