კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დავით ხოჭოლავას საგოლე პასი “ლვოვთან” 5-1 მოგებულ მატჩში და გიორგი ცეცაძის კომენტარი

ხოჭოლავას შახტარმა ცეცაძის ლვოვი გაანადგურა

Image source: FC SHAKHTAR

 

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში დავით ხოჭოლავას დონეცკის “შახტარმაგიორგი ცეცაძის გაწვრთნილ “ლვოვს” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით – 5-1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ 4 გოლის გატანა “შახტარმა” მატჩის პირველ 20 წუთში მოახერხა. მატჩში საგოლე პასით თავი გამოიჩინა მასპინძელთა შემადგენლობაში ქართველმა მცველმა, რომელმაც შეხვედრის მე-18 წუთზე თანაგუნდელ კოვალენკოს ეფექტიანად მიაწოდა ბურთი.

“წავაგეთ პირველ 20 წუთში. ეს არის ჩემი მოკლე კომენტარი. შეტევა არ გამოგვივიდა, გოლები ვერ გავიტანეთ და შედეგიც ისეთი მივიღეთ, როგორიც მატჩის ლოგიკიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო. 

“შახტარს” მაღალკვალიფიცირებული ფეხბურთელები ჰყავს და ამის ხარჯზე მოიგეს. ჩემი სტრატეგიიაა, რომ ჯობია კარისგან შორს ვითამაშოთ დაცვაზე, მაგრამ “შახტართან” ამან არ გაამართლა.” – განაცხადა ცეცაძემ.

 

მატჩის მიმოხილვა.

წყარო – shakhtar.com

 

“ეს ჩემი ბრძოლა არ იყო” – გურამ ქუთათელაძე UFC-ში სადებიუტო მოგებული ბრძოლით უკმაყოფილო დარჩა (ვიდეო)