კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დავით ხოჭოლავამ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და “დინამოსთან” შეხვედრა ელოდება

ხოჭოლავამ შახტარში ითამაშა

Image source: Shakhtar.com

 

დონეცკის „შახტარი“ სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და მორიგი ამხანაგური თამაში ჩაატარა.

უკრაინულმა გუნდმა კიევის „ობოლონს“ დიდი ანგარიშით 4:0 მოუგო, ხოლო დავით ხოჭოლავა ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო.

ქართველმა მცველმა მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატი უახლოეს უიქ-ენდზე განახლდება და „შახტარი“ 31 მაისს კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.

 

წყარო – Shakhtar.com

 

დაუსვი კითხვა ლაშა ტალახაძეს – საუკეთესო ძალოსანი გიპასუხებთ!