Image source: Uefa.com
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დონეცკის „შახტარი“ მილანის „ინტერთან“ ქულას დასჯერდა და თამაში 0:0 დასრულდა. უკრაინული გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ განაცხადა, რომ სჯეროდა, რომ ორი ტურის შემდეგ 4 ქულის მოპოვებას მოახერხებდნენ.
„მართლა მჯეროდა, რომ შეგვეძლო 4 ქულის მოპოვება ორ ტურში და შეიძლება მეტიც. ყოველთვის მჯერა ჩემი გუნდის. თუ არ გჯერა წარმატების, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მიზეზი არ გაქვს“ – განაცხადა ხოჭოლავამ.
შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავამ „ინტერთან“ 62 წუთი ითამაშა და მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
წყარო – footboom.com
ვიდეობი
ფოტოები