Image source: FC SHAKHTAR
დღეს, 21 ოქტომბერს, დავით ხოჭოლავას დონეცკის “შახტარი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას სტუმრად მადრიდის “რეალთან” გამართავს.
ქართველმა ლეგიონერმა მადრიდში გუნდთან ერთად ივარჯიშა და მოახლოებული მატჩისთვის მზადაა.
ბოლოს უკრაინულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან” 2015 წელს ითამაშა. მაშინ “შახტარმა” პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 3:4 წააგო, მეორე მატჩი კი სტუმრად 4:0 დათმო. იმ დროს ხოჭოლავა ჯერ “შახტარში” არ ირიცხებოდა. ქართველი დონეცკის გუნდში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა.
2019/20 სეზონში ხოჭოლავამ “შახტართან” ერთად ევროპა ლიგაზე 4 მატჩი ჩაატარა. ხოლო ჩემპიონთა ლგაზე ქართველმა უკრაინულ გუნდთან ერთად 2017/18 (3 მატჩი) და 2018/19 წლების სეზონში (2 მატჩი) ითამაშა.
ვიდეობი
ფოტოები