Image source: Shakhtar.com
დონეცკის „შახტარმა“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. უკრაინულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგი“ 3:0 დაამარცხა და სამივე გოლი მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანა.
დონეცკელებს პირველი მატჩიც მოგებული ჰქონდათ (2:1) და შემდეგ ეტაპზე ადვილად გავიდნენ.
დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთამდე ითამაშა, რადგან შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. „შახტარი“ მეოთხედფინალში „ბაზელი“ – „აინტრახტის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
წყარო – Shakhtar.com
ვიდეობი
ფოტოები