Image source: Shakhtar.com
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში დავით ხოჭოლავას „შახტარი“ სტუმრად გერმანულ „გლადბახს“ დაუპირისპირდება.
ქართველი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმირებულია. ხოჭოლავამ დაზიანება საქართველოსა და ესტონეთის მატჩში მიიღო, ის გაფართოებულ შემადგენლობაში არაა.
შეგახსენებთ, რომ „შახტარს“ 3 მატჩში 4 ქულა აქვს და ხოჭოლავამ ჩემპიონთა ლიგაზე წინა სამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
წყარო – Shakhtar
ვიდეობი
ფოტოები