კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დავით ხოჭოლავა: “25-ე ტურში ბრძოლა გველის – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშებთ”

ხოჭოლავას კომენტარი

Image source: FCShakhtar-ის ტვიტერის გვერდი

 

უკრაინის პრემიერ-ლიგის 25-ე ტურის მატჩის წინ “შახტარის” ქართველმ მცველმა დავით ხოჭოლავამ კომენტარი გააკეთა. Shakhtar TV-თან ხოჭოლავამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ემზადებიან ჩემპიონატის ბოლო მატჩებისთვის.

“მწვრთნელები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გამოჯანმრთელებას და ნაკლებ დატვირთვას გვაძლევენ ყოველკვირეული ვარჯიშის რეჟიმთან შედარებით.

“მინაისთან” მეორე ადგილთან დაკავშირებულ ყველა კითხვას დავხურავთ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშებთ.

მეტოქის თამაში გავაანალიზეთ. “მინაისთან” ნამდვილი მამაკაცური ბრძოლა გველის, მაგრამ “შახტარი” ამისათვის მზადაა.

შვებულებაზე ფიქრი ჯერ ადრეა. ამ სეზონში ბოლო ტურამდე გვაქვს ჯერ ჩვენი დასამტკიცებელი და შვებულებაზე წასვლის ფიქრისთვის დრო ნამდვილად არ გვაქვს” , – განაცხადა დავითმა Shakhtar TV-თან ინტერვიუში.

აღვნიშნოთ, ხოჭოლავას “შახტარის” მაისურით პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში სულ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 ყვითელი ბარათია მის ანგარიშზე.

 

 

 

წყარო – shakhtar.com

 

 

 

 

 

 

 

უეფას ჩემპიონთა ლიგა: “ჩელსი” 2012 წლის შემდეგ ისევ ფინალშია (ვიდეო)