კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

დაუჯერებელი ქამ-ბექი პრემიერლიგაში და ულამაზესი გოლი ბოლო წუთზე (ვიდეო)

საოცარი მატჩი პრემიერლიგაში

Image source: Getty images

 

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში თანაქალაქელ „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოიგო.

„მამლებმა“ თამაში კარგად დაიწყეს და 15 წუთში მოახერხეს სამბურთიანი უპირატესობის მოპოვება. ანგარიში ჰონ-მინ სონმა გახსნა, ხოლო შემდეგ ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა.

„ვესტ ჰემმა“ ამის მიუხედავად არაფერი დათმო და მიუხედავად იმისა, რომ 82-ე წუთამდე ისევ სამი ბურთის სხვაობით აგებდა, ქულა მაინც მოიპოვა. განსაკუთრებით გამორჩეული მანუელ ლანცინის საოცარი გოლია, რომელმაც 94-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტოტენჰემი“ – „ვესტ ჰემი“ 3:3 (3:0)

გოლები: 1:0 სონი (1), 2:0 კეინი (8), 3:0 კეინი (16), 3:1 ბალბუენა (82), 3:2 სანჩესი (85, ა.გ), 3:3 ლანსინი (90)

 

 

წყარო – Premierleague

 

ვან დაიკის ტრავმა სერიოზულია და ოპერაციას გაუკეთებენ