კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დათოვლილ მოედანზე „საბურთალომ“ ბოლო სპარინგ მატჩში “შევარდენი” არ დაინდო

Image source: FC Saburtalo

 

თურქული შეკრების შემდეგ „საბურთალომ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება თბილისში დაასრულა.

სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი „საბურთალო“ დიღომის სპორტულ კომპლექსში თბილისის „შევარდენ 1906“-ს შეხვდა. მატჩი ჯერ უამინდობის გამო გადაიდო, თუმცა შემდეგ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა, მაგრამ მატჩი მაინც ჩატარდა.

დათოვლილ მოედანზე ეროვნული ლიგის წევრმა რანგით დაბალ ლიგაში მოთამაშე მეტოქე დამაჯერებლად – 3:0 დაამარცხა. გოლები თომა და იური ტაბატაძეებმა და რაფიქ ამინუმ გაიტანეს.

თბილისური კლუბი პირველ ოფიციალურ მატჩს პირველ მარტს გამართავს. ლევან კორღალიძის გუნდი „მიხეილ მესხი – არენაზე“ „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

 

წყარო – FC Saburtalo

“საბურთალოს” განახლებული ლოგო და ეკიპირება (ვიდეო)