კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

Daily Record. როხოსთვის სეზონი დასრულებულია

“მანჩესტერ იუნატედის” მცველმა მარკოს როხომ შესაძლოა ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს. როგორც ცნობილია, “ანდერლეხტთან” საპასუხო მატჩის დროს მან მძიმე ტრავმა მიიღო.

Daily Record-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა პარასკევს ჩაუტარდა და აღმოჩნდა რომ მას ჯვარედინი მყესების სერიოზული დაზიანება აქვს და საოპერაციოდ უნდა მოემზადოს.

სავარაუდოდ სექტემბრამდე როხოს გუნდის შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ.