კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

დაგვიანებული გამარჯვება – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა მე-7 ტურში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა მე-7 ტურში

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩი სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი 3 ქულა მოიპოვა.

მე-11′ წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ნაკრები დააწინაურა. მასპინძლებმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, 45′-ე წუთზე პენალტი ზუსტად ვედატ მურიჩიმ შეასრულა. გამარჯვების გოლი 82′-ე წუთზე გავიდა, ირაკლი აზაროვის ჩაწოდებით ზურიკო დავითაშვილმა ისარგებლა და მეტოქის კარში ბურთი თავური დარტყმით გადაგზავნა.

​საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის წინააღმდეგ 11 ნოემბერს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

 

 

 

წყარო – nakrebi.ge

 

უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი ქართველი გახდა