კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

CIES. რეშფორდი ტოპ-5 ჩემპიონატების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მესი 97-ე ადგილზეა

მარკუს რეშფორდი

Image source: Michael Regan/Getty Images

 

CIES Football Observatory-მ წარმოადგინა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი.

სიის სათავეში აღმოჩნდა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი, რომლის ღირებულებაც 165,6 მილიონ ევროდ არის შეფასებული. პირველ სამეულში მოხვდნენ ასევე დორტმუნდის “ბორუსიის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი (152 მილიონი ევრო) და “ლივერპულის” მცველი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (151,6 მილიონი ევრო).

აღსანიშნავია, რომ “პსჟ“-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე, რომელიც ამავე რეიტინგის წინა ვერსიაში ყველაზე ძვირადღირებული იყო, განახლების შემდეგ მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

პოზიციები დათმეს ასევე საფეხბურთო სამყაროს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი (97-ე პოზიცია), “იუვენტუსის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და “პსჟ“-ს თავდამსხმელი ნეიმარი ტოპ-100-შიც ვერ მოხვდნენ.

ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) — € 165,6 მილიონი
2. ერლინგ ჰოლანდი (“ბორუსია დორტმუნდი”) — € 152 მილიონი
3. ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი («”ლივერპული”) — € 151,6 მილიონი
4. ბრუნუ ფერნანდეში (“მანჩესტერ იუნაიტედი”) — € 151,1 მილიონი
5. კილიან მბაპე (“პსჟ”) — € 149,4 მილიონი
6. ჯეიდონ სანჩო (“ბორუსია დორტმუნდი”) — € 148,3 მილიონი
7. ჟოაუ ფელიში (“ატლეტიკო”) — € 141,5 მილიონი
8. ალფონსო დევისი (“ბაიერნი”) — € 139,2 მილიონი
9. რახიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”) — € 136,9 მილიონი
10. კაი ჰავერცი (“ჩელსი”) — € 136 მილიონი.

წყარო – football-observatory.com

 

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდარული ფეხბურთელი გარდაიცვალა