კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ჩვენთან საქართველოს ნაკრების შეკრებაა, თუ ჩვენს გარდა აღარავის სჭირდებიან?!” – “როტორის” გულშემატკივრების რეაქცია გიორგი არაბიძის ტრანსფერზე

გიორგი არაბიძე როტორში

Image source: Fc Shakhtar /Sports ru

 

ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას „როტორში“ გააგრძელებს. თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ კლუბთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს.

ეს ინფორმაცია არაერთვაროვნად მიიღეს რუსეთში, კერძოდ კი “როტორის” გულშემატკივართა წრეში. გამოცემა “სპორტს რუ“-მ ” საფეხბურთო კლუბ “როტორის” ლოგო შეცვალა, რუსული დროშის გვერდით დაამატა ქართული დროშა, კლუბის სახელი კი ქართული ასოებით დაწერა. ამით გამოცემამ ხაზი გაუსვა ვოლგოგრადულ გუნდში ქართველი ფეხბურთელების სიმრავლეს, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინო ხდება.

ამ სიახლეს გამოეხმაურნენ ასევე “როტორის” გულშემატკივრები, რომლებმაც სოციალურ ქსელში კომენტარებში თავიანთი აზრი გააზიარეს.

“მე ვისურვებდი, რომ ვოლგოგრადულ გუნდში “როტორი” ყოფილიყვნენ ვოლგოგრადული აკადემია “როტორის” აღზრდილები, და არა უღიმღამო ქართველების ბრბო, რომლებიც მხოლოდფულს იღებენ ბიუჯეტიდან, რომელსაც მე თვითონ ვუხდი გადასახდებს, სულ ეს არის.

“ამბიციური და პერსპექტიული, ველოდებით მის მოედანზე გამოსვლას”.

 

 

“- ის რაღაცით მესის ჰგავს, იქნება გაგვიმართლოს.

– ის არის კიდეც ქართველი მესი). ხუმრობას თავი რომ დავანებოთ, ის ტალანტით ზურიკოზეც კი უკეთესია. ის რეალურად კარგი მოთამაშეა. ის ტრავმებმა შეაჩერეს ცოტათი და მამის დაკარგვამ თავის დროზე. იმედია ის როტორში გაცოცხლდება.

– ყველას იმედი გვაქვს, რომ ის როტორს დაეხმარება”.


“ბრაზილიელის დუბლიორი, აშკარად, უხერხულია, რომ ისევ დაკვირვების გარეშე გააფორმეს, გაუგებარია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოღონდაც ჯანოს ამბავი არ განმეორდეს”.

” – უკვე სასაცილო აღარაა)
– მეორე ჯანგო, ოი ჯანო?)
– ღმერთმა არ ქნას!”

“გააწყალა გული უკვე ამ ტილიანმა კლუბის ხელმძღვანელობამ თავისი ქართველებით!!!”

“- ჩვენთან რა, საქართველოს ნაკრებია? თუ ჩვენს გარდა ისინი არავის აღარ სჭირდებიან?
– ეს ძალიან კარგი მოთამაშეა, ვუყურეთ მის თამაშს ბენფიკასთან, არის 18 წუთიანი ვიდეო, ჩვენ არცერთი ასეთი მოთამაშე არ გვყავს. საჯარიმოებსაც ძალიან კარგად ურტყავს. მასზე მთელი “ბენფიკა” ჯარიმდებოდა, ვერ დაეწიეს.
– მოთამაშე კი კაია, მაგრამ წელზე მეტია არ უთამაშია არსად, რა მდგომარეობაშია დიდი საკითხია…”.

 

ვოლგოგრადის „როტორი“ პორტუგალიურ გუნდთან, „ნასიონალთან“ 6-თვიან იჯარაზე შეთანხმდა, თუმცა, ამის შემდეგ გიორგის პორტუგალიაში დაბრუნება არ უნდა. ხელშეკრულებაში ტრანსფერის გამოსყიდვაც არის გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ “როტორში” თამაშობს კიდევ ოთხი ქართველი ფეხბურთელი: სოლომონ კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი, ბექა მიქელთაძე.

გიორგი არაბიძე: “ამის შემდეგ მე პორტუგალიაში დაბრუნება არ მინდა”

გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს