კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩვენი მიწები ჯერ არავის დაუბრუნებია” – შოთა არველაძემ რუსებს მკვეთრად უპასუხა

შოთა არველაძემ რუსეთში მუშაობის შესაძლებლობაზე ისაუბრა

Image source: Sports.ru

 

ფახთაქორის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ რუსულ გამოცემა Sports.ru-ს ინტერვიუ ჩააბარა. საუბარში ჟურნალისტმა ქართველ სპეციალისტს შეახსენა, რომ 2010 წელს დიკ ადვოკატი მას რუსეთის ნაკრებში დასახმარებლად იწვევდა, რაზეც ქართველმა უპასუხა – “ჯერ არ შემიძლია – მეტისმეტად ბევრი ტკივილი მიაყენეს ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს“. შემდეგ კი ჰკითხა, თუ როგორ მოიქცეოდა მწვრთნელი დღეს, თუკი ანალოგიურ შეთავაზებას გაუკეთებდნენ.

“ახლაც არა. ჯერჯერობით ჩვენი მიწები არავის დაუბრუნებია. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები – ბათუმში. მახსოვს, რა საშიში იყო. ამის დავიწყება ძნელია. კლუბში მუშაობა ერთია, ნაკრებში კი სრულიად სხვა. არ მინდა პოლიტიკა ჩავრიო ჩემს გრძნობებში თქვენი კულტურისა და ქვეყნის მიმართ, მაგრამ ეს სწორი არჩევანის გაკეთებაში ყოველთვის ხელს მიშლის.

მსოფლიო ჩემპიონატზეც კი ვერ ჩამოვედი. თქვენ არ გჭირდებათ ვიზა საქართველოში ჩამოსასვლელად. ჩვენ კი რუსეთში გამგზავრებისთვის გვესაჭიროება. აუცილებელი იყო მთელი რიგი დოკუმენტების შეგროვება, საელჩოებში სირბილი – ეს ყველაფერი კი დიდ დროს მოითხოვს. ვიცი, რომ ბილეთის შეძენისთვის ვიზის გაფორმება აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ ისე უბრალოდ გვინდოდა ჩამოსვლა.

მოსკოვში 2002 წლიდან არ ვიყავი. ქვეყანაში მოვხვდი თებერვალში, როდესაც “სპარტაკთან” ამხანაგური მატჩი გვქონდა. ყველაფერი შესანიშნავი იყო: მოსკოვიც და ამინდიც. სამწუხარო იყო მხოლოდ ის, რომ წავაგეთ. სასიამოვნო იყო დაბრუნება 18 წლის შემდეგ და დაბადების დღის აღნიშვნა.” – განაცხადა არველაძემ.

წყარო – Sports.ru

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვალები 2020 წლის 3 თვეში 42 %-ით გაიზარდა