კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩრდილოეთ მაკედონის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ვულოცავ ჩემს ქვეყანას ამ დიდ სიხარულს”

იგორ ანგელოვსკის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: Фудбалска Репрезентација на Македонија ფეისბუკ გვერდი

 

ჩრდილოეთ მაკედონის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოსთან გამარჯვების 1:0 შემდეგ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა.

“ჩენი ქვეყანა და ჩვენი ნაკრები ამ გამარჯვებას იმსახურებდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და ევროპის ჩემპინატზე გავედით. ვულოცავ ჩემს ქვეყანას ამ დიდ სიხარულს. მე მათ ყველას სახელს ჩამოვთვლი, განსაკუთრებით დიდი მადლობა გორან პანდევის”, – განაცხადა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ცნობილ 20 გუნდს ჩრდილოეთ მაკედონია, უნგრეთი, სლოვაკეთი და შოტლანდია შეუერთდნენ. ევრო-2020-ის პირველ ტურში ჩრდილოეთ მაკედონია ავსტრიას შეხვდება.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

ვლადიმირ ვაისი: “ორი მატჩიც და თქვენ ახალი მწვრთნელი გეყოლებათ”