კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: “თბილისში თანაბარ პირობებში ვიქნებით და ყველაფრისთვის მზად ვართ”

ანგელოვსკის კომენტარი

Image source: gol.mk

 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მეტოქე კარგად შეისწავლეს და ყველაფრისთვის მზად არიან.

„იმედია კორონავირუსის სიტუაცია საქართველოსთან თამაშამდე ყველაფერი კარგად იქნება. დავამტკიცეთ, რომ არავის გვეშინია და ვიმედოვნებთ, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, მოწინააღმდეგე შევისწავლეთ. შემადგენლობაში იგივე ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რაც ბოლო პერიოდში,რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ის მოთამაშეები იბრძოლებენ, ვინც აქ მოგვიყვანეს.

სასიამოვნო იქნებოდა მაყურებლით თამაში, ჩვენი ფეხბურთელები შეჩვეულნი არიან სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს. თბილისში მაყურებლები არ იქნებიან და გუნდებისთვის თანაბარი პირობებია. ამ ახალ სიტუცაციასაც შევეჩვიეთ“ – განაცხადა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი 12 ნოემბერს გაიმართება.

 

წყარო – gol.mk

 

ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა ხუთეულშია