კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: “საქართველო ჯგუფში საუკეთესოა? ამის შესახებ მე არ უნდა მკითხოთ”

ანგელოვსკის

Image source: Getty images

 

ჩრდ. მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მაკედონიელი სპეციალისტი თამაშის შედეგით კმაყოფილი დარჩა.

„ვერ მოვიგეთ და ვფიქრობ, რომ ერთი ქულა მოვიპოვეთ, ვიდრე 3 ქულა დავკარგეთ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს რთული თამაში იყო. საქართველოს მსგავსად, ჩვენც ვიბრძვით ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად და ვემზადებით მომდევნო მატჩისთვის.

საქართველოში წამოსვლამდე მხოლოდ 3 ვარჯიშის ჩატარება მოვასწარით პირველი თამაშის შემდეგ, ამიტომ ვერ ვაჩვენეთ საუკეთესო თამაში, მაგრამ ვეცდებით შემდეგში გამოვასწოროთ.

თამაშამდე ვთქვი, რომ საქართველოს პატივს ვცემ, თუმცა ჩემი გუნდი მჯერა და ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია. საქართველო არის თუ არა ჯგუფში საუკეთესო გუნდი, მე ვერ გიპასუხებთ, ამის შესახებ ალბათ ვლადიმირ ვაისს უნდა დაუსვათ კითხვა.

თამაშის სცენარიდან გამომდინარე ქულით კმაყოფილი ვარ. ბოლო 30 წუთი 10 ფეხბურთელით ვითამაშეთ და ამიტომ, მაგრამ თამაშამდე 3 ქულას ვგეგმავდით. ამის მიუხედავად, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ქულით კმაყოფილი ვარ და ვეცდებით შემდეგში უკეთ ვითამაშოთ“, – თქვა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ორ ტურში 4 ქულა მოიპოვა და ჯგუფში ჩრდ. მაკედოიასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს კი 8 ოქტომბერს თბილისში, ბელარუსთან გამართავს, ოღონდ ევრო 2020-ის პლეი-ოფში და ფინალში გასვლაც ეცდება.

 

საქართველოს ნაკრები მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ფრეს დასჯერდა (ვიდეო)