Image source: Getty images
საფრანგეთის ლიგა 1-ში „პსჟ“-მ მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ წააგო. ტომას ტუხელის გუნდმა დერბი „მარსელთან“ 0:1 დათმო.
ერთადერთი გოლი ფლორენ ტოვინმა გაიტანა მე-14 წუთზე. მთავარი მოვლენები მატჩის ბოლოს განვითარდა. მოედანზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ნეიმარი დაბრუნდა, რომელმაც მეტოქეს თავში ხელი წამოარტყა.
ამას ფეხბურთელებს შორის ჩხუბის დაწყება მოჰყვა, რაც ხუთი ფეხბურთელის გაძევებით დასრულდა. წითელი ბარათები კურზავამ, პარედესმა, ნეიმარმა, ამავიმ და ბენედეტომ მიიღეს.
„პსჟ“-ს ორ ტურში 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაშია.
„პსჟ“ – „მარსელი“ 0:1
გოლი: 0:1 ტოვინი (14)
Neymar got a red card!😱🔴#PSGOM
pic.twitter.com/TrdtpIgLKJ— SnapGoal (@SnapGoal) September 13, 2020
წყარო – BT Sport
ვიდეობი
ფოტოები