კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩისკო მუნიოსი: “ევროთასებზე იოლი მატჩი და იოლი მეტოქე არ არსებობს”

ჩისკო მუნიოსის კომენტარი მატჩის წინ

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა უელსურ „კონას კისთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. მასპინძელი მხარის თხოვნით მატჩისწინა პრესკონფერენცია არ შედგა, აქედან გამომდინრე დედაქალაქური გუნდის მედია სამსახური მუნიოსთან ინტერვიუ ცალკე ჩაწერა.

“გუნდში საკმაოდ კარგი განწყობა და ატმოსფეროა. იოლი თამაში არ იქნება, თუმცა ვიტყვი იმას, რომ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ რათა კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.

რა თქმა უნდა მცირე დეტალები ჩვენ შევცვალეთ. 3 კვირაა რაც გუნდში ვიმყოფები, მე მათი საკმაოდ მჯერა. ბოლო შეხვედრაში კარგი და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. ყველა მაქსიმალურად მზად არის და თავიანთ თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ.

მეტოქე შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ, მათი მატჩების ვნახეთ, აქვთ ძლიერ მხარეები – ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების მხვრივ. ევროთასებზე იოლი მატჩი და იოლი მეტოქე არ არსებობს. ერთი თამაში გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ერთ თამაშში.

კარგი შანსი გვაქვს უელსში მოვიგოთ და შევცვალოთ ისტორია. “კონას კი” უფრო ძლიერი გუნდია, ფიზიკურად მომზედბული ფეხბურთელები ჰყავთ, მოედანზე ყოველი წერტილისთვის იბრძვიან, ასე რომ არავინ არ ელოდება იოლ თამაშს, ყველა დეტალი იქნება მნიშვნელოვანი.

დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ და გაახარებენ გულშემატკივარს” , – განაცხადა მუნიოსმა.

შეგახსენებთ, რომ “კონას კი” “დინამო თბილისს” რექსემში, “რეისქურს გრაუნდზე” დღეს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi