კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩისკო მუნიოსი: “ბიჭებმა მშვენიერად ითამაშეს – მე ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით”

ჩისკო მუნიოსის მატჩის შემდგომი კომენტარი

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა უელსურ „კონას კისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბიჭებმა მშვენიერად ითამაშეს.

“ჩვენ თამაშამდე ვიცოდით, რომ კარგ გუნდს ვხვდებით და რთული თამაშის მოლოდინი გვქონდა. მთელი მოედნის ტერიტორიაზე მეტოქე პერსონალურად თამაშობდა. რთულია, როდესაც ფეხბურთელებს არ აქვთ საკმარისი სივრცე, მაგრამ მინდა ბიჭებს მივულოცო, მათ ყველაფერი გაიღეს, კარგად გაითავისეს რას ვითხოვდით მათგან. ჩვენ მთელი მატჩი მცდელობას, არ ვაკლებდით და საბოლოოდ ბოლო წუთზე პენალტიც დავიმსახურეთ და ვიმარჯვეთ. ეხლა კი უკვე თასის გათამაშებაზე ვფიქრობთ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიჭებმა მშვენიერად ითამაშეს. მე ბედნიერი ვარ ჩემი გუნდით, რადგან მათ ესმით თუ სად თამაშობენ და ესმით რას ვითხოვთ ჩვენ და საბოლოოდ მოიგეს რთული შევხედრა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეორე ქართულმა გუდნმაც მოიგო თავისი მატჩი, ვულოცავ “ლოკომოტივს“, ეს მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის. გუნდები განაგრძობენ ევროასპარეზზე გამოსვლას”,-განაცხადა მუნიოსმა.

შეგახსენებთ, რომ “დინამო” 24 სექტემბერს ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების კუნძულების “კი კლაკსვიკს” ესტუმრება.

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

 

 

 

 

 

ევროპა ლიგა: ქართული კლუბების მეტოქეები მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე