კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩისკო: “ადვილი თამაში არ გვექნება, ფარერებზე ფეხბურთის დონემ მოიმატა”

ჩისკოს კომენტარი კლაკსვიკთან მატჩამდე

Image source: FC Dinamo Tbilidi

 

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ევროპის ლიგაზე, „კლაკსვიკთან“ მატჩის წინ ისაუბრა. ესპანელის აზრით, ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ მის პლეი-ოფში გასვლა სურს და ამიტომ 100%-ით დაიხარჯება გამარჯვებისთვის.

„ამ ეტაპზე სუსტი მეტოქეები არ არსებობენ. ჩვენ ვნახეთ და გავაანალიზეთ მეტოქის თამაში, რომელიც საკმაოდ კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ამიტომ, ადვილი თამაში არ გვექნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ ხელოვნურ მოედანზე და სხვა სპეციფიკის ბურთით ითამაშებენ, ამას გავითვალისწინებთ, მაგრამ ჩემი გუნდის მჯერა და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად.

წინა მეტოქესთან შედარებას რაც შეეხება, ვფიქრობ, განსხვავებული გუნდები არიან, „კონაჰი“ ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო, „კლაკსვიკი“ კი უფრო ტექნიკური გუნდია. მეტოქე 100%-ით დაიხარჯება და ჩვენც 100%-ით უნდა დავიხარჯოთ, პლეი-ოფი ძალიან ახლოსაა და იქ თამაშის დიდი სურვილი გვაქვს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით. ბოლო წლებში ფარერებზე ფეხბურთის დონემ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე აიწია, ამიტომაც, როდესაც 2013 წელს აქ ვითამაშეთ, შედარებას ვერ მოვახდენ, ახლა უფრო მაღალ დონეზეა აქაური ფეხბურთი. მინდა აღვნიშნო, რომ სიფრთხილე გვმართებს, რადგან ამ ეტაპზე ტურნირი ერთმატჩიანია და ეს მაქსიმალურ მობილიზაციას და ყურადღებას მოითხოვს“ – თქვა ჩისკომ.

შეგახსენებთ, რომ „კლაკსვიკისა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრა 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

 

https://www.facebook.com/DINAMOTB/posts/3316144541794922

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

 

შენგელიასთვის “ცსკაში” პირველი ოფიციალური მატჩი უიღბლო გამოდგა და ტრავმა მიიღო