კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჩინეთი ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შესთავაზებს

ჩინეთი ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს

Image source: geonoc

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, ჩინეთი მზად არის ტოკიოს ზაფხულის და პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესთავაზოს.

“IOC-მა ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტისგან თავაზიანი წინადადება მიიღო, რათა ტოკიოს და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილეთათვის ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინის დამატებითი დოზები”- ამბობს თომას ბახი.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში IOC-ის პრეზიდენტად თომას ბახის ახალი, 4 წლის ვადით არჩევას 93 დელეგატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი ერთი იყო.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური გრანდები აკვირდებიან