Image source: Sky Sports
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტჰეიტმა ეროვნული გუნდის სამი ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო, ტამი აბრაჰამი და ბენ ჩილუელი შემადგენლობიდან მოხსნა. მიზეზი წვეულება გახდა, რომელიც ტამი აბრაჰამმა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად მოაწყო. “ჩელსის” თავდამსხმელმა ამისთვის ბოდიში მოიხადა:
“როდესაც შაბათს სახლში ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ ოჯახმა და ახლობლებმა სიურპრიზი მომიწყვეს. ამ გეგმებზე არაფერი არ ვიცოდი და ჩემი ოჯახისა და მეგობრების სახელით მინდა ბოდიში მოვიხადო. ჩვენ ყველამ ამისგან გაკვეთილი გამოვიღეთ და ასეთი რამ აღარ განმეორდება”, – განაცხადა აბრაჰამმა.
England stars Ben Chilwell, Tammy Abraham and Jadon Sancho flout Covid rules at a party pic.twitter.com/aBj13FT6W0
— The Sun (@TheSun) October 5, 2020
თუმცა, მიუხედავად ამისა, ფეხბურთელები, რომლებმაც წვეულება მოაწყვეს არ იქნებიან ინგლისის ნაკრების განაცხადში უელსის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი ასევე 2 საშინაო შეხვედრას ერთა ლიგის ფარგლებში გამართავს – 11 ოქტომბერს ბელგიის და 14 ოქტომბერს დანიის წინააღმდეგ. ამ შეხვედრებში ფეხბურთელების მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ვიდეობი
ფოტოები