კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩიხურამ” ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერების გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო

ჩიხურამ მერანი დაამარცხა

Image source: FC Chikhura Sachkhere

 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა, სადაც თბილისის „მერანმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა.

ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. 40 წლის დავით ბოლქვაძემ თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 53-ე წუთზე „ჩიხურას“ თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ წონასწორობა აღადგინა – 1:1. 69-ე წუთზე კი წიქარიძემ ეფექტური დარტყმით საჩხერელები დააწინაურა და საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა.

16 ტურის შემდეგ საჩხერის „ჩიხურამ9 ქულა დააგროვა, თბილისის „მერანს“ (6 ქულა) 3 ქულით გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ წელს საჩხერელებმა ორი თამაში მოიგეს და ორივე „მერანთან“, რომელსაც 16 ტურის შემდეგაც კი თამაში არ მოუგია.

წყარო – erovnuliliga.ge

ლუკა სილაგაძე ლატვიაში გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)