კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ შესაძლოა აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი გააუქმოს

Image source: unitedworldwrestling.org

 

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების – UWW-ის პრეზიდენტის ნენად ლალოვიჩის განცხადებით, აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 27-29 მარტს ჩინეთის სიანი უნდა უმასაპინძლოს, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, შესაძლოა გაუქმდეს.

“შექმნილ მდგომარეობას თვალყურს ვადევნებთ. კავშირზე ვართ ჩინეთის ჭიდაობის ფედერაციასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გადაწყვეტილებას უახლოესი 15 დღის განმავლობაში მივიღებთ,” – განაცხადა ნენად ლალოვიჩმა.

UWW-ის პრეზიდენტის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, აზიის ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის მასპინძლობისთვის კორეა, ყაზახეთი და უზბეკეთი მზად არიან ჩაანაცვლონ ჩინეთი. მისივე თქმით, ჩინელმა მოჭიდავეებმა შეჯიბრებამდე გარკვეული დრო კარანტინში უნდა გაატარონ.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ უჰანს ასევე უნდა ემასპინძლა აზია და ოკეანეთის მოკრივეთა ოლიმპიური შესარჩევი ტურნირისთვის (3-14 თებერვალი). საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, მოკრივეთა საკვალიფიკაციო ტურნირი 3-11 მარტს ჩატარდება იორდანიის დედაქალაქ ამანში.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

SofaScore-მა გიორგი მაკარიძე დააფასა და ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა (ფოტო)