კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მსოფლიოს ჩემპიონატი გააუქმა

მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად მსოფლიოს თასი გაიმართება

Image source: united world wrestling

 

10 ნოემბერს, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ UWW-ს გაფართოვებულ ბიუროს სხდომაზე მიღებული იქნება გადაწვყეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად სერბეთის დედაქალაქ ნელგრადში გაიმართოს მსოფლიოს ინდივიდუალური თასი.

“5 ნოემბრამდე, UWW-ში შემავალ ყველა ქვეყანას უნდა დაედასტურებინა თავისი მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში ბელგრადში იგეგმებოდა, აუცილებელი იყო მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყნიდან 8-ს მაინც გაემოთქვა მონაწილეობის დასტური, ასევეს სპორტსმენთა 70%-ს 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიხედვით. ბევრმა ქვეყანამ უარი განაცხადი სერბეთში გამგზავრებაზე მსოფლიოში არსებული ვირუსის გამო. სამწუხაროდ პანდემიის ეპოქაში მთავარია უსაფრთხოდ ჩავატაროთ ყველა შეჯიბრება, ვირუსის გაგძელების გამო არ გვქვს საშუალება სრულყოფილი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების, საბოლოოდ კი მსოფლიო ინდივიალური თასის გათამაშება გაიმართება რომელიც მსოფლიოს მცირე ჩემპონატად მოინათლება. მსოფლიო თასისთვის განსაზღვრულია სოლიდური საპრიზო ფონდი 300 000 შცეიცარიული ფრანკი რომელიც 30 წონით კატეგორიაზე გადანაწილდება, უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ მსოფლიოს თასის საბოლოო დეტალებს” – განაცხადა UWW-ს პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარებული იყო 10-11 დეკემბერს, მაგრამ მსოფლიოს თასი გაიმართება 12-20 დეკემბრის ჩათვლით.

 

 

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

 

 

 

 

 

 

SofaScore-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში შეაფასა – ვის რამდენი ქულა დაუწერა (ფოტო)