კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჭიაბრიშვილი: “თუ საჭირო იქნება, ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ ხვალ ფეხბურთია”

გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენცია

Image source: Fc Lokomotive Tbilisi

 

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის აზრით, მისი გუნდისთვის ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირებაა და მოედანზე მაქსიმუმს გააკეთებენ.

„ჩვეულებრივად მოვემზადეთ, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავიტ და გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს. განწყობა კარგია, რადგან იგივე „კრაიოვასთან“ გამარჯვება და ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის თამაში განწყობის სექმნაში დაგვეხმარა. ყველა ფეხბურთელი, რომელიც განაცხადშია 100%-ით მზადაა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადში არ იქნებოდნენ. ერთადერთი გამონაკლისი კირკიტაძეა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და იდეალურ ფორმაში არაა.

„კრაიოვა“ ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ მისი შესწავლა ჩემთვის უფრო ადვილი იყო იმ კუთხით, რომ ყველა თამაშს ერთი სქემით ატარებდა. მოსკოვის „დინამოში“ ასე არაა, ზოგჯერ 5 და ზოგეჯრ 4 მცველით თამაშობს, თუმცა, როგორც გუნდი ვერ ვიტყვი, რომ უფრო ძლიერია,ვიდრე რუმინელები. თუმცა, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, 80% სხხვადასხვა ნაკრებების წევრია და ეს უპირატესობა აქვთ.

„დინამოს“ თამაშს „ზენიტთან“ ვუყურე და არ ვიცი რატომ აკრიტიკებს რუსული მედია. უბრალოდ „ზენიტი“ ძალიან ძლიერია და იქ მოუწია დაცვაში ჩადგომა, რომ შედეგისთვის მიეღწია და მიაღწია კიდეც, ელოდებოდა შანსს, რომელიც მიიღო და გამოიყენა. არ ვფიქრობ, რომ დაცვითი სტილის გუნდია.

ამ დონეზე ქართულ გუნდებს წნეხი ყოველთვის აქვთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორმე ერთხელ ქართულმა გუნდმა მოახერხოს ჯგუფში შესვლა, მნიშვნელობა არ ავს, ეს ჩვენ ვიქნებით, „დინამო თბილისი“, „დინამო თბილისი“, „საბურთალო“, „დინამო ბათუმი“ თუ სხვა. მგონია, რომ როდესაც ეს ერთხელ მოხდება, ყველაფერი უფრო ადვილი გახდება. ამიტომ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორ გზას გავივლით, ვინ იქნება მეტოქე. ვცდილობ, ფეხბურთელებს წნეხი მოვუხსნა, ეს არის ფეხბურთი. უნდა გავიდეთ და მოედანზე ვითამაშოთ.

მიხარია, რომ მაღალი დონის გამოცდილი მსაჯი იმსაჯებს. ჩვენ მას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. გვაქვს ერთი და ძალიან რთული ამოცანა, ფეხბურთის თამაში და სხვა რამეებზე ყურადღების გამახვილება არ დაგვეხმარება. ჩვენი საქმე გვექნება და ვეცდებით სახე შევინარჩნოთ. მოედანზე თავდადებით გავიდეთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ. „რუბინთან“ „დინამოს“ თამაშს ვუყურე და ხისტად ითამაშეს, იგივე კვარაცხელიას მომენტები, არ მინდა ვთქვა, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, ამას მეტოქეს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ისიც დავინახეთ როგორ შეუძლია ქართველებს თამაში და ეს არის ის, რაშიც სხვებს უნდა ვაჯობოთ, ფეხბურთის თამაშში. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა პროვოკაციაზე წასვლას ეცდებიან, ვეცდებით ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

„დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრის განცხადება, რომ თითქოს ეს რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაა, არასერიოზულია. მას საკადრისი პასუხი გასცა რუსმა საზოგადოებამ, ვისაც ჭკუა მოეკითხება და დამცინავი პასუხებიც გასეც. ნამდვილად არ მაინტერესებს მოსკოვის „დინამოა“ ჩვენი მეტოქე, კიევის „დინამო“ თუ „მანჩესტერი“. ხალხს მხოლოდ გამარჯვება გაახარებს და ვეცდებით ეს სიხარული მივანიჭოთ.

ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. ჩვენ ბევრი გმირი გვყოლია და გვყავს და ისინი იმისთვის იბრძოდნენ, რომ ჩვენ ახლა ჩვენი საქმე კარგად გავაკეთოთ. თუ საჭირო გახდება, ეს ბიჭები იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ იმედია ამის საჭიროება არასდროს იქნება. ეს საკითხი უნდა გაიმჯონოს, ყველა რესურსი რაც გვაქვს, მოედანზე იქნება ჩადებული და დანარჩენი თამაშში გამოჩნდება“ – თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

წყარო – Locomotive Tbilisi

 

თბილისის “ლოკომოტივის” კაპიტნის კომენტარი “დინამოსთან” მატჩამდე