კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მონაწილეები გაირკვა, მათ შორის ქართველი ფეხბურთელების გუნდები არიან

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მონაწილეები ცნობილია

Image source: The Straits Times

 

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში ჯგუფური ეტაპის 32 მონაწილიდან 26 ცნობილია და ეს შიდა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ გაირკვა.

დანარჩენი 6 მონაწილე საკვალიფიკაციო ეტაპზე და პლეი-ოფში ირკვევა. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფში გასული 12 გუნდი ცნობილია, რომელთაგანაც 6 ჩემპიოთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს, წყვილებში დამარცხებულები კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

პლეი-ოფში 3 ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“, ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ და ნიკა ნინუას „პაოკი“.

პლეი-ოფის მატჩები 22-23 და 29-30 სექტემბერს გაიმართება. წყვილები კი ასეთია:

„სლავია“ (ჩეხეთი) – „მიდტიულანდი“ (დანია)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „ომონია“ (კვიპროსი)

„კრასნოდარი“ (რუსეთი) – “პაოკი” (საბერძნეთი)

„მაკაბი“ (თელ ავივი, ისრაელი) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „მიოლდე“ (ნორვეგია)

 „გენტი“ (ბელგია) – „დინამო“ (კიევი, რუსეთი)

 

წყარო – Uefa.com

 

“პსჟ-მ” სეზონში პირველი გოლი გაიტანა და პირველად მოიგო (ვიდეო)