კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 სეზონის საუკეთესო ოქტომბერში პოზიციის მიხედვით გამოვლინდება (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის დასრულებული სეზონის ნომინანტები

Image source: uefa.com

 

უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების დასრულებული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა გამოსავლენად ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. საუკეთესო მოთამაშეებს პოზიციების მიხედვით დაასახელებენ.

საუკეთესო მეკარე: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კეილორ ნავასი (პსჟ), იან ობლაკი (ატლეტიკო)

საუკეთესო მცველი: დავიდ ალაბა (ბაიერნი), იოშუა კიმიხი (ბაიერნი), ალფონსო დევისი (ბაიერნი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი), ტომას მიულერი (ბაიერნი), კევინ დე ბრიუინე (მანჩესტერ სიტი)

საუკეთესო თავდამსხმელი: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პსჟ), ნეიმარი (პსჟ)

 

საუკეთესოები პოზიციების მიხედვით გამოვლინდებიან 1 ოქტომბერს უეფას შტაბ-ბინაში ნიონში. აღსანიშნავია ის, რომ ხსენებულ დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაც გაიმართება.

 

 

 

 

წყარო – uefa.com

 

 

 

იაპონიის ხელისუფლება სპორტულ არენებზე მაყურებელთა დაშვების შეზღუდვის შემსუბუქებას გეგმავს