კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მერვედფინალისტი ცნობილია (ვიდეო)

Image source: Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ორი მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ბაიერნმა“ და „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიზანს მიაღწიეს.

B ჯგუფში „ბაიერნმა“, რომელსაც დროებით მწვრთნელი ჰყავს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გერმანელებმა მატჩის მიწურულს გატეხეს მეტოქე, რობერტ ლევანდოვსკის გოლის შემდეგ ივან პერიშიჩმაც გაიტანა – 2:0. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც უკლებლივ ყველა შეხვედრაში გაიტანა! „ბაიერნმა“ 12 ქულა დააგროვა და უკვე მერვედფინალისტია.

D ჯგუფიდან ტურინის „იუვენტუსიც“ გავიდა. იტალიის ჩემპიონი „ლოკომოტივს“ რუსეთში ეწვია და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. აარონ რემზის სწრაფ გოლს სწრაფადვე ალექსეი მირანჩუკმა უპასუხა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, დუგლას კოშტამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა და „იუვემ“ 2:1 მოიგო. ტურინულ გრანდს 4 ტურში 10 ქულა აქვს და უკვე ცნობილია, რომ მერვედფინალში ითამაშებს.

„ლოკომოტივი“ – „იუვენტუსი“ 1:2

გოლები: 0:1 რემზი (4), 1:1 ალ. მირანჩუკი (12), 1:2 დუგლას კოშტა (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეძლიათ აქ.

 

„ბაიერნი“ – „ოლიმპიაკოსი“ 2:0

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (69), 2:0 პერიშიჩი (89)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

დუშან ტადიჩი: “აიაქსს” გამარჯვება მოპარეს!”