კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ნახევარფინალისტი დრამატულ მატჩში გამოვლინდა (ვიდეო)

ლაიპციგი ფინალშია

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა და ნახევარფინალისტი გაირკვა. „პსჟ-ს“ ნახევარფინალში გერმანული „ლაიპციგი“ შეუერთდა და ისინი ფინალისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.

იულიან ნაგელსმანის გუნდმა „ატლეტიკო“ დაჯაბნა და დამსხურებულად მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ანგარიში დანი ოლმომ გახსნა. ამის შემდეგ ესპანელები გამოფხიზლდნენ და ჟოაო ფელიქსმა თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად აქცია.

თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდმა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ისევ ცუდად ითამაშა, რის გამოც დაისაჯა. ტაილერ ადამსმა 88-ე წუთზე გერმანელებს გამარჯვება მოუტანა.

„ლაიპციგი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც 18 აგვისტოს „პსჟ-ს“ დაუპირისპირდება.

„ლაიპციგი“ – „ატლეტიკო“ 2:1

გოლები: 1:0 დანი ოლმო (50), 1:1 ჟოაო ფელიქსი (71, პენ), 2:1 ადამსი (88)

 

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

ანდრეა პირლომ “იუვენტუსიდან” ორი ფეხბურთელის გაშვება გადაწყვიტა