Image source: UEFA Champions League
ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე მერვედფინალისტი გამოვლინდა. „სევილიას“, „ჩელსის“, „იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ შემდეგ პლეი-ოფის საგზური „მანჩესტერ სიტიმ“ მოიპოვა.
პეპ გვარდიოლას გუნდმა მეოთხე ტურში სტუმრად პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ფილ ფოდენმა გაიტანა.
„სიტის“ 12 ქულა აქვს და მერვედფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდა.
„ოლიმპიაკოსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:1
გოლი: 0:1 ფოდენი (36)
Brilliant ball movement from Man City leads to a Phil Foden goal pic.twitter.com/qK3ltw2AHb
— Back Again With Troopz Podcast (@BackAgainShow) November 25, 2020
წყარო – Uefa Champions League
ვიდეობი
ფოტოები