კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგას ერთი მერვედფინალისტი დაემატა, ოლივიე ჟირუმ პოკერი შეასრულა (ვიდეო)

ჟირუს პოკერი

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური დასრულდა და მერვედფინალის საგზური „დორტმუნდმა“ მოიპოვა. გერმანული გუნდი საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ დაუპირისპირდა.

„ყვითლები“ რაფაელ გერეიროს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ ჩირო იმობილემ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქულების დაკარგვის მიუხედავად, „დორტმუნდმა“ მერვედფინალის საგზური მოიპოვა. „ლაციო“ კი ბოლო ტურში „ბრიუგეს“ ხვდება, რომელსაც 2 ქულით უსწრებს.

ლონდონის „ჩელსიმ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ფრენკ ლამპარდის გუნდი სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა. ოთხივე გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგი ფეხბურთელის საოცარი თამაშით ინგლისელებმა პირველი პოზიცია გაინაღდეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „პსჟ-სთან“ წააგო – 1:3. საუკეთესო ნეიმარი იყო, მან დუბლი შეასრულა და ფრანგები ჯგუფში 9 ქულით გაალიდერდა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში სამ გუნდს 9 ქულა, მაგრამ „პსჟ“ მათ ურთიერთშეხვედრებში სჯობნის და ბოლო ტურში „ბაშაკშეჰირს“ ხვდება, რომელიც აუტსაიდერია, ხოლო „მანაჩესტერი“ „ლაიპციგს“ ეწვევა.

„ბარსელონამ“ სტუმრად ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ 3:0 დაამარცხა. ესპანელებმა ყველა გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, ხოლო ქართველმა მცველმა დაცვის ცენტრში ითამაშა. ამ ჯგუფში „იუვენტუსმა“ კიევის „დინამოს“ ასევე 3:0 მოუგო. „იუვე“ და „ბარსა“ მერვედფინალში ისედაც გასულები იყვნენ.

„სევილია“ – „ჩელსი“ 0:4

„კრასნოდარი“ – „რენი“ 1:0

„დორტმუნდი“ – „ლაციო“ 1:1

„ბრიუგე“ – „ზენიტი“ 3:0

„ფერენცვაროში“ – „ბარსელონა“ 1:4

„იუვენტუსი“ – „დინამო“ 3:0

„მანჩესტერი“ – „პსჟ“ 1:3

„ბაშაკშეჰირი“ – „ლაიპციგი“ 3:4

 

 

წყარო – Uefa Champions League

 

ჩემპიონთა ლიგაზე გუნდების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს და ფორმატიც შეიცვალოს