კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგა მიუნხენის “ბაიერნმა” მოიგო! (ვიდეო)

ბაიერნი ჩემპიონია

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ „პსჟ“-ს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. შედეგად გერმანულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ისტორიაში უკვე მე-6-ედ.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 59-ე წუთზე გავიდა. თავი კინგსლი კომანმა გამოიჩნა, რომელიც ფრანგია და საფეხბურთო კარიერა „პსჟ-ში“ დაიწყო.

მარჯვენა ფლანგიდან იოზუა კიმიხმა ჩააწოდა და საჯარიმო ტიმო კერერს კომანმა დაასწრო, რომელმაც თავით მეტოქის კარი დალაშქრა. „პსჟ“-ს პორველ ტაიმში რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ხოლო გოლის გაშვების შემდეგ მეტოქე თითქმის ვეღარ შეაწუხა და წააგო. პარიზელებისთვის ეს იყო პრველი ფინალი ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე.

„ბაიერნმა“ კი მეექვსე ტიტული მოიგო და სეზონში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ბაიერნი“ 6 ტიტულით „ლივერპულს“ გაუტოლდა და წინ მხოლოდ „რეალი“ და „მილანია“.

„პსჟ“ – „ბაიერნი“ 0:1

„პსჟ“ (4-3-3): ნავასი; კერერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი (კურზავა 80); ერერა (დრაქსლერი 72), მარკინიოსი, პარედესი (ვერატი 65); დი მარია (ჩუპო-მოტინგი 80), ნეიმარი, მბაპე

 „ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი (ზულე 29), ალაბა, დევისი; ტიაგო ალკანტარა (ტოლისო 86), გორეცკა; გნაბრი (კოუტინიო 69), მიულერი, კომანი (პერიშიჩი 68); ლევანდოვსკი

გოლი: 0:1 კომანი (59)

 

 

წყარო – Uefa.com

 

 

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში გუნდს კლოპს ჩააბარებს