კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჩემპიონთა ლიგა: გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ტად მაკფადენის “ბურგოსი” გაანადგურა (ვიდეო)

გიორგი შერმადინის გუნდის ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

გიორგი შერმადინის წინამძღოლობით “ტენერიფემ” ტად მაკფადენის “ბურგოსი” 89:60 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ტენერიფელები ამ გამარჯვებით ფიბას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ და მაისის თვეში ფინალში ითამაშებენ.

შერმადინმა 19:44 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 32 წლის ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 აღმოჩნდა.

ბურგოსელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 11:44 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 1 პასი მიითვალა. მაკფადენი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს.

აღვნიშნოთ, რომ ფინალური ეტაპის გამართვის თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

 

 

 

წყარო – cbcanarias.net

 

 

 

 

 

 

ავთანდილ ასათიანმა საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ მატჩებისთვის 20 მოთამაშე გამოიძახა