კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჩემპიონთა ლიგა: ერთი “კამპ ნოუზე”, მეორე კი “ალფრედო დი სტეფანოზე” (ფოტო)

ქართველი ლეგიონერები დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ასპარეზობის შანსი აქვთ

Image source: fcdynamo.kiev.ua/fradi.hu

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე გუნდებს დღეს ბოლო ვადა ჰქონდათ, რომ უეფაში განაცხადი გაეგზავნათ.

კიევის „დინამომ“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განაცხადში გიორგი წიტაიშვილი შეიყვანა და ქართველ ნახევარმცველს დღეს ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნება. მატჩი თბილისის დროით 20:55 საათზე დაიწყება.

 

View this post on Instagram

 

Вирушаємо до Львова у такому складі:

A post shared by Динамо Киев | 1927.kiev.ua (@fcdynamokyiv) on

უნგრულმა „ფერენცვაროშმაც“ ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის განაცხადში ლაშა დვალი შეიყვანა და ქართველ მცველს დღეს კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავას “შახტარი” ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურს ხვალ, 20:55 საათზე, მადრიდში “რეალის” წინააღმდეგ გამართავს.

 

 

წყარო – fcdynamokyiv

 

 

 

 

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ჩატარების აუცილებლობას