კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო – “იუვენტუსმა” გამარჯვება მოიპოვა

იუვენტუსმა მოიგო

Image source: Uefa.com

 

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყო. სეზონის პირველი გოლი „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გაიტანა. ტურინული გრანდი სტუმრად კიევის „დინამოს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში იტალიელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 46-ე წუთზე ანგარიში მორატამ ახლო მანძილიდან გახსნა და სეზონის პირველი გოლი ეს გამოდგა.

84-ე წუთზე ესპანელთა თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა და წარმატებული გამოდგა.

კიდევ ერთი მატჩი F ჯგუფში გაიმართა, სადაც „ზენიტმა“ ბელგიურ „ბრიუგესთან“ 1:2 წააგო და სეზონი წარუმატებლად დაიწყო.

„დინამო“ (კიევი) – „იუვენტუსი“ 0:2

გოლები: 0:1 მორატა (46), 0:2 მორატა (84)

 

 

წყარო – Uefa.com

 

ითამაშებს თუ არა ლაშა დვალი “ბარსელონას” წინააღმდეგ