კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჩემპიონთა ლიგა – “ჩელსიმ” და “პსჟ”-მ ადვილად მოიგეს (ვიდეო)

ჩელსის ადვილი გამარჯვება

Image source: UEFA Champions League

 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები ლონდონის „ჩელსიმ“ და „პსჟ“-მ ჩაატარეს და პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.

ფრენკ ლამპარდის გუნდი რუსეთში, „კრასნოდარს“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა. რუსებმა ინგლისელებს წინააღმდეგობა 76-ე წუთამდე გაუწიეს, მაგრამ მატჩის ბოლოს ლონდონელთა უპირატესობა გამოიკვეთა.

ანგარიში კალუმ ჰადსონ-ოდოიმ 37-ე წუთზე გახსნა და „ჩელსი“ მინიმალურად დიდი ხანი იგებდა. თამაშის მიწურულს კი ტიმო ვერნერმა, ჰაკიმ ზიეჩიმ და კრისტიან პულიშიჩმა ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცეს.

პირველ ტურში წაგების შემდეგ პირველად მოიგო „პსჟ“-მ, რომელიც თურქულ „ბაშაქშეჰირს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 2:0 აჯობა. „ჩელსიმ“ ორ ტურში 4 ქულის დაგროვება მოახერხა.

ფრანგული გუნდის რიგებში საუკეთესო იტალიელი თავდამსხმელი მოიზე კინი გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვება განაპირობა. „პსჟ“-ს ორი ტურს შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული.

„კრასნოდარი“ – „ჩელსი“ 0:4

გოლები: 0:1 ჰადსონ-ოდოი (37), 0:2 ვერნერი (76, პენ), 0:3 ზიეჩი (80), 0:4 პულიშიჩი (90)

 

„ბაშაქშეჰირი“ – „პსჟ“ 0:2

გოლები: 0:1 კინი (64), 0:2 კინი (79)

 

 

წყარო – Uefa Champions League

 

ეროვნული ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა იჩხუბეს (ვიდეო)