კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩემი მომავალი? თავს “ბაიერნში” კარგად ვგრძნობ” – რობერტ ლევანდოვსკიმ თავის მომავალზე ისაუბრა

რობერტ ლევანდოვსკიმ თავის მომავლზე ისაუბრა

Image source: ALEXANDER HASSENSTEIN/GETTY IMAGES

 

მიუნხენის “ბაიერნის” 32 წლის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანული კლუბისდან შესაძლო წასვლის შესახებ კითხვას უპასუხა.

“ჩემი მომავალი? მე ყველაფრისთვის ღია ვარ. თავს “ბაიერნში” კარგად ვგრძნობ. ქალაქი არაჩვეულებრივია, ეს საუკეთესო კლუბია. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო ახალი ენის სწავლება, ახალი კულტურა. მაგრამ იქნება თუ არა ეს ფეხბურთში ან ჩემი კარიერის შემდეგ, მე არც კი ვიცი”, – ლევანდოვსკის სიტყვებს ციტირებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ “ბაიერნის” შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და თავი გამოიჩინა 48 გოლით, 9 საგოლე გადაცემით. რობერტის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი კი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

 

 

 

წყარო – goal.com

 

 

 

 

გიორგი წიტაიშვილი: “ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები”