კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩემი გული მშვიდადაა” – ედინსონ კავანი სიტყვა “ნეგრიტოს” გამო მკაცრ სასჯელს გამოეხმაურა

Image source: Open source

 

მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ედინსონ კავანი გამოეხმაურა საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ფეხბურთელს ინსტაგრამში სიტყვა “ნეგრიტოს” გამოყენებისთვის დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

“მოგესალმებით ყველას. არ მინდა ბევრი საუბარი ჩემთვის ამდენად უსიამოვნო მომენტზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მივიღე ეს დისციპლინურ ზომები, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის უცხოა  ყოველდღიური ინგლისური ენა, მაგრამ არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას.

ბოდიშს ვიხდი, თუკი ჩემი მეგობრის მიმართ სიმპატიის გამოხატვით ვინმეს გრძნობებს შეურაცხოფა მივაყენე, მე ასეთი რამ აზრად არ მომსვლია. ვინც მე მიცნობს, ესმით, რომ მუდამ ელემენტარულ სიხარულსა და მეგობრობას ვეძებ!

მადლობელი ვარ ჩემს მიმართ გამოხატული უზომო თანადგომისა და სიმპატიისთვის. ჩემი გული მშვიდადაა, რადგანაც ვიცი, რომ ჩემი თვითგამოხატვა ყოველთვის სითბოთი მოდის ჩემი კულტურისა და ცხოვრების წესის მიმართ.

გულწრფელად გეხუტებით”, – წერს ურუგვაელი თავდამსხმელი.

აღვნიშნოთ, რომ სიტყვა “ნეგრიტო” ესპანურენოვან ქვეყნებში გამოიყენება და გამოხატავს “მეგობრის, ძვირფასი პიროვნების” მნიშვნელობას.

წყარო – ედინსონ კავანის ტვიტერი

ედინსონ კავანი რასისტული სიტყვის გამო მკაცრად დასაჯეს