კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩელსის” სენსაციური წაგება და კარლო ანჩელოტის წარმატებული დებიუტი (ვიდეო)

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგაში Boxing Day დაიწყო. ლონდონში, „ჩელსიმ“, რომელმაც წინა შეხვედრა სტუმრად „ტოტენჰემს“ მოუგო, „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა.

თუმცა, ფრენკ ლამპარდის გუნდი ისევ არასტაბილურია და მოულოდნელად, მორიგი მარცხი განიცადა.

„წმინდანებმა“ „არისტოკრატებს“ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. მარცხის მიუხედავად, „ჩელსი“ 32 ქულით მე-4 პოზიციას ინარჩუნებს.

ლივერპულის „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დებიუტი შედგა და წარმატებულიც გამოვიდა. მერსისაიდელებმა „ბარნლის“ 1:0 აჯობეს და იტალიელმა კარგად დაიწყო. სამაგიეროდ, ლონდონის „არსენალში“ იგივე ვერ გააკეთა მიკელ არტეტამ. ესპანელის დებიუტი „ბორნმუთთან“ სტუმრად შედგა, სადაც „არსენალი“ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულა მაინც მოიპოვა – 1:1.

„ჩელსი“ – „საუთჰემპტონი“ 0:2

გოლები: 0:1 ობამეფი (31), 0:2 რედმონდი (73)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ოფიციალურად: “დინამო თბილისს” ესპანელი მეკარე დაემშვიდობა