კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩელსის” ფეხბურთელი: “კაშია დავარწმუნე, რომ ჩემს შესაძლებლობებში ცდებოდა”

Image source: Mbs news

 

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა მეისონ მაუნთმა განაცხადა, რომ გურამ კაშიას მისი არ სჯეროდა და ქართველი ფეხბურთელი თავის შეცდომაში დაარწმუნა. ინგლისელმა Daily Mail-თან ინტერვიუში გაიხსენა „ვიტესში“ გატარებული პირველი პერიოდი და კაშიას უნდობლობა.

„გასახდელში შევედი და იქ ბევრი გამორჩეული ფიგურა დამხვდა, რომელთან მოედანზე გუნდისთვის ბევრი ჰქონდათ გაკეთებული. მე ბავშვი ვარ, ეს გამოცდაა, ყველას ხელი ჩამოვართვი. სეზონის ბოლოს კაშიამ მითხრა, რომ ჩემი არ სჯეროდა, დაბნეული და დაკარგული ბავშვივით გამოვიყურებოდი, ასეთ პატარა ბიჭს კონტრაქტი როგორ გაუფორმესო. შეშინებული და ანერვიულებული, ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი. 14 გოლი გავიტანე და ქომაგებმა სეზონის ფეხბურთელად დამასახელეს. გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე. კაშიამ აღიარა, რომ შეცდა და დავამტკიცე, რაც შემეძლო, მე ეს ბრძოლა მოვიგე“ – თქვა მაუნთმა.

შეგახსენებთ, რომ მაუნთი და კაშია „ვიტესში“ ერთად 2017-2018 წლების სეზონში თამაშობდნენ და ორივემ გუნდი 2018 წლის ზაფხულში დატოვა.

 

წყარო – Daily Mail

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ ავტოსაგზაო შემთხვევის მოხვდა ლომბორჯინი დაამტვრია(ვიდეო)