კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ჩელსიმ” წააგო და პრემიერლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლა ძალიან დაიძაბა

ჩელსი დამარცხდა

Image source: Premier League

 

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში ლონდონის „ჩელსის“ იდეალური შანსი ჰქონდა სატურნირო ცხრილში „ლესტერისთვის“ გადაესწრო და მესამე ადგილზე გადასულიყო.

თუმცა, ფრენკ ლამპარდის გუნდმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა, რადგან ლონდონში, „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა.

შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, სტუმართა რიგებში ვილიანმა დუბლი შეასრულა, მაგრამ „ჩაქუჩებმა“ სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს.

„ჩელსის“ 54 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, „ლესტერს“ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ვულვზს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

„ვესტ ჰემი“ – „ჩელსი“ 3:2

გოლები: 0:1 ვილიანი (42, პენ), 1:1 სუჩეკი (45), 2:1 ანტონიო (51), 2:2 ვილიანი (72), 3:2 იარმოლენკო (89)

 

 

წყარო – Premierleague

 

“ინტერის” შესანიშნავი თამაში და გამანადგურებელი ანგარიში (ვიდეო)