კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ჩელსიმ” პრემიერლიგის სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

ჩელსიმ სეზონი გამარჯვებით დაიწყო

Image source: Chelsea FC

 

ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგა გამარჯვებით დაიწყო. ფრენკ ლამპარდის გუნდი სტუმრად „ბრაიტონს“ ეწვია და ადვილად მოიპოვა 3 ქულა.

ანგარიში ჟორჟინიომ პენალტით გახსნა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარის სტარტზე ლეანდრო ტროსარდმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მხოლოდ 2 წუთით.

მალევე რის ჯეიმსმა ლონდონელები ისევ დააწინაურა, ხოლო 66-ე წუთზე კურტ ზუმამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ, „ჩელსიმ“ 3:1 იმარჯვა და პრემიერლიგის ახალი სეზონი დამაჯერებლად დაიწყო.

„ბრაიტონი“ – „ჩელსი“ 1:3

გოლები: 0:1 ჟორჟინიო (23, პენ), 1:1 ტროსარდი (54), 1:2 ჯეიმსი (56), 1:3 ზუმა (66)

 

 

წყარო – Premierleague

 

 

“დინამო თბილისი” ევროპის ლიგის მატჩისთვის ემზადება