კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჩელსიმ” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი ლონდონში განიცადა (ვიდეო)

ჟეზუსის გოლის წაყალობით სიტიმ მე-4 გამარჯვება მოიპოვა

Image source: GhettoRadio895 ტვიტერის გვერდი

 

ინგლისის პრემიერლიგის მე-6 ტურში „ჩელსი“ ლონდონში „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 0:1 ანგარიშით დამარცხდა. ტომას ტუხელის მწვრთნელობის პერიოდში ეს პირველი მარცხია ლონდონური გრანდისთვის მიმდინარე სეზონში, რომელმაც საკმაოდ უსახური ფეხბურთი აჩვენა და უქულოდ დამსახურებულად დარჩა. მატჩის ბედი გაბრიელ ჟეზუსის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მან 53′-ე წუთზე კანსელუს გადაცემის შემდეგ გაიტანა.

„ჩელსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:1

გოლი: 1:0 ჟეზუსი (53′)

„მანჩესტერ სიტის“ 6 თამაშში 13 ქულა აქვს მოპოვებული და მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო “ჩელსი” კი მე-3 ადგილზე გადაინაცვალა, მაგრამ 13 ქულა აქვს დაგროვებული.

 

 

 

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” მოულოდნელი და პირველი მარცხი “ასტონ ვილა” (ვიდეო)