Image source: Getty images
ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ ლონდონური დერბი მოიგო. ფრენკ ლამპარდის გუნდი სტუმრად „ფულჰემს“ დაუპირისპირდა.
მასპინძლები მატჩის დასაწყისში კაცნაკლულები დარჩნენ და შემდეგ „ჩელსიმ“ უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ გამარჯვება ძალიან გაუჭირდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე მეისონ მოუნთმა გაიტანა და თამაშის ბედი გადაწყვტია.
„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-8 ადგილზე იმყოფება.
„ფულჰემი“ – „ჩელსი“ 0:1
გოლი: 0:1 მოუნთი (78)
წყარო – Premierleague
ვიდეობი
ფოტოები